მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება

პოლიციამ ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ მამაკაცს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მიაყენეს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.