მკვლელობა ვერაზე – დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:05, 24.07.2026

ვერაზე მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია – ორი მოზარდი ჰელსიკორის კლინიკაში რჩება. მათ უკვე ჩაუტარდათ ოპერაციები და მკურნალობას გადიან. რაც შეეხება 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, ის ალადაშვილის საავადმყოფოში იმყოფება. დაკავებისას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს დაუზიანდა ხელი. ბრალს ოფიციალურად დღეს კლინიკაში წარუდგენენ.

ვერაზე მომხდარი სროლის დროს სულ ოთხი ადამიანი დაიჭრა. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მსგავსი