23 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 19:00 საათიდან იმსჯელებს. გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
მკვლელობა 17 თებერვალს კალანდაძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა, ოჯახი მოკლულს ორი დღის განმავლობაში ეძებდა. მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს ხმაური არ გაუგიათ და მკვლელობის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მიმალვაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე და 375-ე მუხლებით დაიყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.