მკვლელობა თბილისში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამით მკვლელობა მოხდა – მოკლულია 58 წლის ლევან ჯანგველაძე. ის რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. თავდასხმის შედეგად დაჭრილია 50 წლამდე მამაკაციც, რომელიც მოკლულს თან ახლდა. ის თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ადგილზე ცხრა გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, მათივე თქმით, მკვლელი არ დაუნახავთ. ჯანგველაძის ნათესავები კი პირველ არხთან საუბარში ამბობენ, რომ მამაკაცი ვაკეში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.