მკვლელობა ოზურგეთში

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოკლა. ქალი სამ შვილთან ერთად, ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში დაახლოებით ერთი თვე ცხოვრობდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ყოფილი ქმრის მხრიდან ახალგაზრდა ქალზე ძალადობა მუდმივად ხორციელდებოდა, რის გამოც, ის სასჯელს სამჯერ იხდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.