მკვლელობა ოზურგეთში

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოკლა. ქალი სამ შვილთან ერთად, ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში დაახლოებით ერთი თვე ცხოვრობდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ყოფილი ქმრის მხრიდან ახალგაზრდა ქალზე ძალადობა მუდმივად ხორციელდებოდა, რის გამოც, სასჯელს რამდენჯერმე იხდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.