მკვლელობა მუხიანში

მკვლელობა მუხიანში – ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო, სადაც დილით ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი, რომელსაც ჭრილობები აღენიშნება, უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე კორპუსის მაცხოვრებელია, თუმცა, მათ ხმაური არ გაუგიათ.