მკვლელობა მარნეულის რაიონში

მკვლელობა მარნეულში. სოფელ კიროვკაში, სახლის სარდაფში 65 წლის ქალი მოკლული საკუთარმა ძმამ ნახა. ქალს თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ცხედრის გვერდით სარდაფშივე ახლად გათხრილი ორმოც ნახეს, სადაც, სავარაუდოდ, მკვლელს ცხედრის დამალვა სურდა.

ნათესავები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა გარდაცვლილის ძმისშვილმა ჩაიდინა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მკვლელობის მოტივად ოთხი თვის პენსია სახელდება, რომელიც გარდაცვლილმა გასულ კვირას აიღო.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.