მკვლელობა კახეთში

ამ დრომდე მძიმეა სოფელ ჩუმლაყში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. მას გურჯაანის „ჯეოჰოსპიტლის“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზეა.

შემთხვევა გუშინ საღამოს სოფლის ცენტრში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.