მკვლელობა კახეთში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა პირმა და ავტომობილის მფლობელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დატოვე კომენტარი