მკვლელობა გორში

15:31, 28.04.2025

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა კი, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა, კლინიკაში გარდაიცვალა. ბრალდებული ცხელ კვალზე უკვე დააკავეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

მსგავსი