მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში – მოკლულია 31 წლის მამაკაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. მკვლელობა სოფლის ცენტში ღამით მოხდა, მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდა, ექიმის თქმით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფო დატოვა. დაკავებული ჯერ არავინაა, მიმდინარეობს გამოძიება.