მკვლელობა ბოლნისში

ბოლნისში 19 ივნისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ დაპირისპირებისას, რა დროსაც ერთი პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაკავებულიც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

დატოვე კომენტარი