მკვლელობა ახმეტაში

ახმეტაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის დედა ჰყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ და ხუთი ტყვია ესროლეს. შემთხვევა 19 აპრილის ღამეს მოხდა. აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.