მიწისძვრის შედეგები ვენესუელაში
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1450-მდე გაიზარდა – დაშავებულია 3 360 ადამიანი. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, დროებით თავშესაფრში ამჟამად 3 142 ოჯახი რჩება. ამასთან, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 55 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა, რაც სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა 38-წამიანი ინტერვალით მოხდა. კარაკასში აღნიშნავენ, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ვენესუელაში ბოლო 123 წლის განმავლობაში მომხდარა.