მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

15:30, 27.06.2026

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 920 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ავრცელებს. ამასთან, დაშავებულია 3 360 მოქალაქე, ხოლო 172 პირს ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ. ხორხე როდრიგესის თქმით, დაზიანებულია 383 შენობა, მათ შორის 13 საავადმყოფო და 25 სავაჭრო ცენტრი. მიწისძვრების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიიდან 243 ადამიანი გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა სამი დღის წინ მოხდა.

მსგავსი