მიწისძვრა ხორვატიაში

21:45, 29.12.2020

მძიმე სურათი ხორვატიაში – დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებში ამ წუთებშიც რჩებიან მოქალაქეები. გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი. 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქი პეტრინიაა. დანგრეულია შენობები, შეწყვეტილია ელექტრომომარაგება, სტიქიის შედეგად 600-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს. ადგილზე ჩავიდნენ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი.

 

მსგავსი