მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე – ამას ითხოვს ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი და იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოუსმენს. დიდი ბრიტანეთი კი პოლარულ რეგიონში სამხედრო გემებს აგზავნის, ევროკავშირში აცხადებენ, რომ თავდაცვის გაძლიერებას იწყებენ, ხოლო ნატო-ს გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ალიანსი უფრო მეტად ევროპული გახდება – ეს არის ის საკითხები, რომლებზეც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრეს.
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო. შარშან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიერ მიუნხენში წარმოთქმული, ევროპისადმი მწვავე კრიტიკული სიტყვის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა დღეს მარკო რუბიოსგან შედარებით დიპლომატიური გზავნილები მიიღეს. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მოუწოდა ევროპას, უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი გახდეს, ასევე გადახედოს მიგრაციულ, ენერგეტიკულ და სხვა საკითხებს.
ლევან ახალაიას რეპორტაჟი.