მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

12:10, 14.02.2026

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული ზეწოლა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის დასრულების გასაღებია. მისი თქმით, ამის გარეშე რუსეთის პრეზიდენტი ნაკლებად სავარაუდოა, მშვიდობისთვის აუცილებელ კომპრომისებზე წავიდეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ მიიღებს პირობას, რომ პუტინი ომს თუნდაც რამდენიმე თვით შეაჩერებს, რისთვისაც ის დახმარებას აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს.

მსგავსი