მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

12:02, 14.02.2026
მიუნხენში უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია გრძელდება, რომლის ფარგლებში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მიუნხენში შეკრებილი სახელმწიფოთა ლიდერები  განიხილავენ  ტრანსატლანტიკური ერთიანობის მდგრადობას, ომს უკრაინაში, ვითარებას ირანსა და სირიაში, ისმის კითხვები ევროპული გაერთიანების სამომავლო გეგმებთან და ფუნქციებთან დაკავშირებით. კონფერენციას მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოს მეთაური და  120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები ესწრებიან.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს მიუნხენის კონფერენციას და პირდაპირ ეთერში ისაუბრებს დღევანდელი დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ. 

მსგავსი