მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

უკრაინაში ომის დასრულების გზები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯების გაზრდა და აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობები – ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც მსოფლიო ლიდერები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს მსჯელობდნენ. კონფერენციაზე დღეს დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გერმანიის კანცლერმა, უკრაინის პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სიტყვაში ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერებს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე, უკრაინის დედაქალაქში შეკრება შესთავაზა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსის წევრებს, გაზარდონ სამხედრო ხარჯები.

რაც შეეხება ოლაფ შოლცს, მან ძირითადი დრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებზე პასუხს დაუთმო და გერმანიის არჩევნებში უცხოური ჩარევა გააკრიტიკა.

ლევან ახალაია დეტალებით.