მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ეთანხმება. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კატეგორიულად უარყოფს ვენსის მოსაზრებებს. შოლცი წერს: „ნაციონალ-სოციალიზმის გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანიაში დემოკრატიულ პარტიებს აქვთ საერთო კონსენსუსი: ეს არის დამცავი ბარიერი ულტრამემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა და ევროპის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია გერმანიის თავდაცვის მინისტრისთვისაც. მისი თქმით, ისეთ ექსტრემისტულ პარტიებს, როგორიცაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შეუძლიათ ნორმალურად კამპანიის წარმოება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას. ცნობისთვის, ჯეი დი ვენსმა სხვა პარტიებსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ბარიერების ადგილი არ არის“ და რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს.