მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. წელს ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების საკითხია. კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მხარეები მოლაპარაკებებით კმაყოფილები დარჩნენ. ზელენსკის თქმით, აუცილებელია, ომის დასრულების გეგმაზე მუშაობა გაგრძელდეს და ამისთვის მზად არის შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. მისივე თქმით, კიევს სჭირდება მყარი უსაფრთხოების გარანტიები და შტატების მხარდაჭერის გარეშე უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ. თავის მხრივ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის მიზანი უკრაინაში ომის დასრულება და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა.
ვენსისა და ზელენსკის შეხვედრაში მონაწილეობდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. მანამდე ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვითაც წარდგა, სადაც ევროპა გააკრიტიკა – მათ შორის ისაუბრა საიმიგრაციო პოლიტიკასა და ღირებულებებიდან გადახვევაზე