მისურის ტბაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა

მისურის ტბაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, საერთო ჯამში, 17 ადამიანი დაიღუპა, მათგან 9 ერთი ოჯახის წევრია. სამძებრო და სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. 17-ვე გარდაცვლილის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. დაღუპულთა შორის ორი მოზარდია.

მისურის ტბაში ტურისტული გემი გუშინ გამთენიისას ჩაიძირა. სამაშველო ოპერაცია 24-საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა, გემში საკმარისი სამაშველო ჟილეტები არ ჰქონდათ, რის გამოც 31 ადამიანიდან მხოლოდ 14 მგზავრი გადარჩა.