მიქაუტაძის სასამართლო პროცესი
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. იკითხება ბრალდებული რომეო მიქაუტაძე. ის სამუშაო გამოცდილებასა და იმ შემოსავლებზე საუბრობს, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. მისი მტკიცებით, არანაირ უკანონო თანხების ლეგალიზაციას ადგილი არ ჰქონია.
პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.