მიქაუტაძის სასამართლო

15:30, 09.02.2026
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე იყო წარმოდგენილი, თუმცა, მათი გამოკითხვა არ მოხდა, რადგან ისინი უდავოდ ცნეს. გამოძიების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საუბარია 2 556 192 ლარის უკანონო ლეგალიზაციაზე. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი