მიქაუტაძის სასამართლო
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მორიგი სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე კი ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიქაუტაძის კორუფციული დანაშაული და ფულის გათეთრება დაადასტურეს.
დაცვის მხარემ საფინანსო ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაც მოითხოვა. მუხლები, რომლითაც მიქაუტაძეს ედავებიან, ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.