მიქაუტაძის სასამართლო
საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში იკითხება ბრალდების მოწმე. პროკურატურა დღეს ექვს მოწმეს წარადგენს, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით, მიქაუტაძის კორუფციულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას დაადასტურებენ.
დაცვის მხარემ ცოტა ხნის წინ საფინანსო ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომელიც საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის მოითხოვნად დააყენა. ადვოკატის განმარტებით, ამ დოკუმენტით  დასტურდება, რომ მიქაუტაძისთვის წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია. 
მუხლები, რომლითაც მიქაუტაძეს ედავებიან, ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.