მიქაუტაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15:17, 16.03.2026
რომეო მიქაუტაძეს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილეს ასევე აეკრძალა ორი წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება. განაჩენი დღეს დილით გამოცხადდა. პროცესს თავად მიქაუტაძე არ დასწრებია.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთმევა ქონება: ესპანეთში არსებული 120 კვ ბინა, წეროვანში სახლი, ავტომობილები, „ნახიდურ ჰესის“ 15%-იანი წილი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები.

მსგავსი