მინი ფეხბურთის ტურნირი

კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გრძელდება. ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 1 500 მონაწილე იყო ჩართული და, პარალელურად, რაიონული ფინალი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ჩატარდა, რომელშიც 200-მა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ.