კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის ათ რაიონში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 600 მონაწილე იყო ჩართული. ტურნირის გამარჯვებული გუნდი „ფოთი“ გახლავთ, რომელიც საქართველოს პირველობისთვის იასპარეზებს.
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება მუნიციპალიტეტების ჩართულობით. მთავარი მიზანი კი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების მეშვეობით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა.