მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეების გამოკითხვა მიმდინარეობს

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლები მეშახტეებს დილიდან კითხავენ.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გამომძიებლები სამ მეშახტეს კითხავენ. მეოთხეს დაკითხვა ვერ ხერხდება, რადგან მას ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.