მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

 უკრაინის უმაღლესმა რადამ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, დაეხმარონ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან წვდომის მოპოვებაში. რადა ასევე მიმართავს სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების ჰუმანიტარული აქტის ან უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში მისი სამკურნალოდ გადაყვანის ხელშეწყობის თხოვნით. რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, ნატო-ს, ბისეკ-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის, ან საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ.

თავის მხრივ, 44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მკურნალობის უფლება მისცენ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 44 ევროდეპუტატი აწერს ხელს.

აღნიშნული განცხადებები ისევ შეფასებების თემაა პოლიტიკოსებს შორის.