მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას

დაინტერესდება თუ არა გაერო რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებებით? საქმის გამოძიების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციას აშშ-მ, გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ მიმართეს.

წერილში, რომელიც გაერო-ს გენერალურ მდივანს გაუგზავნეს, აღნიშნული ქვეყნები გაერო-ს თხოვენ, დრონების წარმოშობის გამოსაკვლევად, უკრაინაში გუნდი გააგზავნოს. ამასთან, გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ნებისმიერი დარღვევა უნდა გამოიძიოს.