მილანის მოდის კვირეული

მილანი მოდის კვირეულს მასპინძლობს – მსოფლიოში აღიარებულ ოთხ მნიშვნელოვან კვირეულს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება, იტალიური ბრენდის, „დიზელის“ ჩვენებით გაიხსნა.

კვირეული წარმატებული აღმოჩნდა ქართველი დიზაინერებისთვისაც, რომლებმაც 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარადგინეს. კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება დემნა გვასალიამ დაიმსახურა, რომელიც ლეგენდარული იტალიური სახლის „გუჩის“ შემოქმედებითი დირექტორია. ამ ბრენდის ქვეშ მილანის კვირეულზე მისი პირველი ჩვენება გაიმართა.