მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა
4-1 დამარცხდა საქართველოს ნაკრები თურქეთთან. ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა ამ წაგებით მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. მატჩის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნაკრების წევრებს შეხვდა. „მარცხის დროსაც და გამარჯვების დროსაც მთავარია, რომ ვიყოთ ერთიანები. ვიაროთ წინ, თავი მაღლა. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, ამიტომ საქართველოსთვის უფლებაც არ გაქვთ, სხვანაირად მოიქცეთ, წინ უნდა იყუროთ გამარჯვებისკენ, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დაესწრო.