მიხეილ სარჯველაძის განცხადება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ, რომ პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია და მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.