საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ხარჯებზე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა გასწია. ადვოკატის განცხადებით, საქმე პოლიტიზებულია.
სხდომაში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად არ ჩართულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პროცესის დაწყებამდე თქვეს, რომ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ და მიზეზები უცნობია. პროკურორის განმარტებით, სხდომაზე დასწრებაზე თავად მსჯავრდებულმა თქვა უარი.