მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. მხარეთა კითხვებს 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, კოკა გუნცაძემ უპასუხა. მოწმემ საპარლამენტო საქმიანობაზე წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და ქონებების ჩამორთმევის შემთხვევებზე ისაუბრა. დღევანდელ პროცესზე დისტანციურად „ვივამედიდან“ ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
 
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.