საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს გამოცხადდება. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. დღევანდელ პროცესზე სააკაშვილს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა, ონლაინ ჩართვაზე უარი განაცხადა. ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნების გამო, არ უნდა გასამართლდეს.