მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო სხდომა კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.

სასამართლოში წარმოდგენილი იყო მეორე დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, სააკაშვილს მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის გაგრძელება არ სურს. მოსამართლემ ეს დოკუმენტაცია სხდომის გადადების საფუძვლად მიიჩნია. პროცესი 11 ივლისს უნდა განახლდეს.