მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა. დღეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე იმსჯელებენ. სხდომა ამ წუთებში იწყება და მას ბრალდებული სააკაშვილიც ესწრება.

საქმეზე ბრალდებულია ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია.