მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება. როგორც შოთა თუთბერიძე აცხადებს, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაცული იყოს. ადვოკატი სასამართლო სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებს.