მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის მორიგი განხილვა – დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ეპიზოდზე სხდომა უკვე დასრულდა.

პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და გააკეთა პოლიტიკური განცხადებები. მხარეებმა დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. დაკითხვაზე უარი თქვა ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ. ადვოკატმა მიზეზად სასამართლოს მიმართ უნდობლობა დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.