მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების მორიგი საქმის განხილვა. მსჯელობა მიმდინარეობს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაზე. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სავარაუდოდ, დაიკითხება ბრალდებული თემურ ჯანაშიაც.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.