მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს შვიდი ნოემბრის ეპიზოდს განიხილავდა. სხდომაზე ბრალდებული ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა. ასევე პროცესზე ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა, რადგან ახალი არსებითი გარემოება საქმეში არ ყოფილა.