მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში

12:43, 10.01.2022

მიხეილ სააკაშვილს დილიდან ადვოკატი ხვდება. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დიტო საძაგლიშვილი იმყოფება. ინტერესების დამცველების მთავარი მოთხოვნა ექიმების შესვლა და მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის კომუნიკაციის ფარულობის დაცვა იყო.

შეიცვალა თუ არა ეს მოთხოვნები, ეს ალბათ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს. დღესვე მიხეილ სააკაშვილს გიორგი ბოტკოველი მოინახულებს. მისი განმარტებით, ნახავს, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ისევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე.

 

მსგავსი