მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:21, 25.01.2023

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება აქვს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, – განცხადება „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ამ წუთებში კი სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში გიული ალასანია იმყოფება, რომელიც ხელწერილის საფუძველზე უნდა შეუშვან პაციენტის სანახავად.

ექსპრეზიდენტის მონახულება ვერ შეძლო მისმა ადვოკატმა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას აქვს ეჭვები, ნამდვილად არის თუ არა სააკაშვილი კოვიდპაციენტი. ის ითხოვს, თავიდან გაუკეთდეს ტესტი.

 

მსგავსი