მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ სასამართლო სხდომას დაესწროს, თუმცა როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის ეტაპირება ვერ მოხერხდეს და სააკაშვილს პროცესზე ჩართვა დისტანციურად მოუწიოს. სხდომა 14 დეკემბერს არის დანიშნული. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა პატიმარს უფლებას, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს გიული ალასანია, რომელმაც დღეს კომენტარი კლინიკა „ვივამედთან“ გააკეთა. ყოფილი პრეზიდენტის დედამ მედიასაშუალებებში გავრცელებულ მასალაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფოტოები რამდენიმე თვის წინანდელია და პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს.

გავრცელებულ ფოტომასალაზე კომენტარები დღეს პოლიტიკურ სპექტრშიც გაკეთდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის ფოტო – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში