მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ მისი ოჯახის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი რჩება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და საპატიმროში მისი დარჩენა მისი სიცოცხლის უფლებას ზღუდავს.

სააკაშვილის მხარდამჭერები აქციების გამართვას აანონსებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პროტესტს იზიარებს და აქციებში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. ნაწილი კი ბრძოლის ამ მეთოდს არ იზიარებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა პატიმრის უფლება თანაბრად დაცულია და სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.